გასულ წლებში საქართველოს უნივერსიტეტებზე უცხოელი სტუდენტების მხრიდან მოთხოვნა გაიზარდა. მხოლოდ 2022-23-ს სასწავლო წელს ქვეყანაში 25 ათასზე მეტი უცხოელი სწავლობდა, რაც 7568-ით მეტია გასულ სასწავლო წელთან შედარებით. აკადემიურ დაწესებულებებში აცხადებენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა წელსაც მზარდი იქნება, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდაში მნიშვნელოვან კონტრიბუციას შეიტანს. რომელი ქვეყნიდან ჩამოდიან უცხოელი სტუდენტები საქართველოში და რატომ ირჩევენ ქართულ უნივერსიტეტებს?