მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) იწვევს შეშფოთებას" - შვეიცარიის საელჩო

საქართველო
06.06.25 12:13
528

საქართველოში შვეიცარიის საელჩო, პარლამენტის მიერ უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის [FARA] მიღების გამო შეშფოთებას გამოხატავს. ამის შესახებ დიპლომატიური უწყება X-ზე წერს.

"უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) იწვევს შეშფოთებას გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვასთან დაკავშირებით. @SwissPeaceHR მოუწოდებს საქართველოს, დარჩეს ერთგული ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული პრინციპების მიმართ", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები