მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცვლელად მაღალი ხარისხი და 150-ზე მეტი დასახელების პროდუქტი - “სანტეს“ ისტორია, რომელიც 25 წელზე მეტია იწერება(რ)

სანტე
BM. GE
01.11.23 13:36
36

წელიწადში 14 000 000 ლიტრი გადამუშავებული რძე და 150 -ზე მეტი დასახელების ადგილობრივი რძის პროდუქტი - ეს რძის მწარმოებელი კომპანია „სანტეა“. უცვლელად მაღალი ხარისხის პროდუქტების შეთავაზებით, მომხმარებელზე ზრუნვითა და სიახლეების დანერგვით საწარმომ მოახერხა, რომ უკვე 25 წელზე მეტია, საქართველოში რძის პროდუქტების ლიდერი ბრენდია. წლების განმავლობაში უწყვეტად ვითარდებოდა კომპანია, რომელსაც განვითარების კიდევ უფრო მასშტაბური გეგმა აქვს დასახული. შედეგად ის გახდა ქართველების საყვარელი და საამაყო ბრენდი მრავალფეროვანი პროდუქტებით.

ქართული პროდუქტი, ევროპული სტანდარტით გაკონტროლებული საწარმოო ციკლით წარმოებიდან მომხმარებლამდე - სწორედ ასეთია დღეს „სანტე“.

კომპანია თბილრძის ბაზაზე შეიქმნა. 2010 წლიდან ის არის ნედლი რძის უმსხვილესი ჩამბარებელი და გადამმუშავებელი საწარმო, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის, ყველის, რძემჟავის, ხაჭოსა და ტკბილი ხაზის საამქროებს აერთიანებს. მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროდუქტების საწარმოებლად კომპანიამ 2016 წლიდან დღემდე მილიონობით ევროს ინვესტიცია განახორციელა. ეს დასტურია იმისა, რომ საწარმო მიღწეულ წარმატებას არ სჯერდება და მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული.

რძის ნაწარმის ხარისხის კონტროლი ჩაბარებული რძიდან იწყება. სწორედ ამიტომ „სანტემ“ რძის მიმღები პუნქტები განაახლა, მათ შორის, ადგილზევე გადაიარაღდა რძის ხარისხის მაკონტროლებელი აპარატურა. პარალელურად, ახალი აპარატურით აღიჭურვა საწარმო, რომელიც საშუალებას იძლევა რძის მიღებას და დამუშავებას სრულად დახურული წესით, ადამიანთან კონტაქტის გარეშე, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჰიგიენური ნორმების დაცვას.

„სანტეს“ მომხმარებელზე ზრუნვის სრული პასუხისმგებლობა აქვს აღებული. ამის დასტურია სრულად გადაიარაღებული და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია. შედეგად აღნიშნული ლაბორატორია გახდა ამიერკავკასიაში ლიდერი, რომელიც პროდუქტის სრულ მიკრობიოლოგიურ და ბიოქიმიურ ანალიზს პასუხობს. ეს გახლავთ უმაღლესი სტანდარტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ამიერკავკასიის რეგიონისთვისაც.

„სანტე“ არის კომპანია, რომელიც ზრუნავს ყველა ასაკისა და გემოვნების მქონე მომხმარებელზე. მათი მაქსიმალური კმაყოფილება კომპანიის მთავარი მიზანია. სრულად გადაიარაღებულმა აპარატურამ კი საშუალება მისცა, დაეწყო ქართული, საბავშვო ხაზის წარმოება. დღეს ძალიან პოპულარულია ბავშვების საყვარელი „ლოკო-მოკოს“ ქართული პროდუქტი საკმაოდ ფართო ასორტიმენტით. პატარა მომხმარებელზე ზრუნვა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტებით არ შემოიფარგლა და კომპანიამ შექმნა „ლოკო-მოკოს“ გმირები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საჭირო პროდუქტების ყოველდღიურად მიღებას კიდევ უფრო სახალისოს ხდის.

სიახლეების შექმნისა და შეთავაზების პარალელურად, „სანტემ“ საქართველოს ტრადიციული პროდუქტი, გაწურული მაწონი აღადგინა და მისი ქარხნული წარმოება დაიწყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საწარმომ სტანდარტული მაწვნის ქარხნულ წარმოებაში ენდემური მაწვნის დედოს გამოყენების კულტურაც აღადგინა. კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს უკავშირდება ტრადიციული ქარხნული ყველის ინდუსტრიალიზაციაც. ამ ყველაფერში კარგად ჩანს კომპანიის საქმიანობის სტრატეგია, რომ შექმნას პროდუქტი, რომელიც სახასიათო და საამაყო იქნება როგორც ქვეყნისთვის, ისე თითოეული მომხმარებლისთვის.

დღეს საკმაოდ ფართოდ ხელმისაწვდომია „სანტეს“ პროდუქები, რომლითაც მთელი საქართველო მარაგდება ყოველდღიურად. უამრავი ოჯახისთვის ისინი შეუცვლელია, რაც სწორედ კომპანიის მომხმარებელზე ზრუნვისა და სწორად შერჩეული ასორტიმენტის შეთავაზების შედეგია. თითოეული შეთავაზებული პროდუქტის უკან კი დიდი შრომა და მიზანია დგას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები