უწყვეტი პროევროპული აქცია გრძელდება. მოქალაქეები მე-14 დღეს კვლავ გეგმავენ დედაქალაქში, რეგიონებსა თუ საზღვარგარეთ აქციების გამართვას. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებებს უკვე ორი კვირაა უწყვეტად აპროტესტებენ და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
მე-14 დღის დაგეგმილი აქციების დღის წესრიგი ასეთია :
თბილისი:
16:00 საათი, სტუდენტების და ლექტორების აქცია „კენწეროში გატკბილდების?!“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან გაიმართება. 19:30 საათზე ისინი მარშით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
17:00 საათი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, STEM-ის ორგანიზებით, ევროპული მომავლის დასაცავად, საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა განათლების სამინისტროდან დაიწყება და აქციის მონაწილეები პარლამენტისთვის გაემართებიან.
20:00 საათი, რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობა პარლამენტის შენობამდე გაიმართება.
სლოგანი: „მოქმედმა და ყოფილმა საჯარო მოსამსახურეებმა ერთად გამოვხატოთ ევროპული მომავლისკენ სწრაფვა!“.
ბათუმი:
13:00 საათი, სასამართლოსთან!
ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების პროცესი
19:00 საათი, მთავრობის სახლთან!
სლოგანი: „ყოველდღე გამარჯვებამდე!
ქუთაისი:
17:00 საათი, მერიის წინ
სლოგანი: „კი ევროპას! არა რუსეთს! არა მოძალადე რეჟიმს!
ამ რთულ ბრძოლაში ადამიანებს ერთმანეთის გაძლიერება შეგვიძლია და გვჭირდება. გვახსოვდეს, რუსთაველის გამზირზე სიცოცხლისთვის მებრძოლ ადამიანებს ჩვენი იმედი აქვთ. #დღე14 #გამოდი“
ჭიათურა:
14:30 საათი, კულტურის სახლის უკან არსებული გმირთა მემორიალი.
სლოგანი: „ერთად დავგმოთ ძალადობა! ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია!“.
ჩხოროწყუ:
18:00 საათი, მერიის წინ.
აქციები საზღვარგარეთაც, ემიგრანტების ორგანიზებით იმართება.
სტრასბურგი:
12:00 საათი, სტრასბურგი, ევროსაბჭოსთან.
#არარუსულრეჟიმს
"ვთხოვთ თავისუფალი სამყაროს სახელმწიფოებს, დაეხმარონ ქართველ ხალხს დემოკრატიის დაცვაში!“