მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უწყვეტი პროტესტის მე-60 დღე - რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა

აქცია

ზუსტად ორი თვეა მოქალაქეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა. აქციები იგივე მოთხოვნით მიმდინარეობს ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, თელავსა და ახალციხეშიც.

ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: გათავისუფლდეს საპროტესტო აქციების დროს ყველა უკანონოდ დაკავებული მოქალაქე და დაინიშნოს ახალი არჩევნები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები