ავიაკომპანია "ატლას გლობალი" ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე საინფორმაციო კამპანიაში ტურისტული კომპანიების აქტიურობაზე საუბრობს. ამასთან, კომპანიის კომერციული დირექტორი "ბიზესკონტრაქტთან" საუბარში განმარტავს, რომ შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მოქალაქეების აქტივობა ისეთი არ არის, როგორიც მოსალოდნელი იყო. მიზეზად თამუნა თანდაშვილი მოსახლეობის მოლოდინებს ასახელებს და ამბობს, რომ მათ სჭირდებათ მაგალითი, როგორ წავა პროცესები.
"დღეისათვის მოთხოვნა არ არის გააქტიურებული ისეთი მასშტაბით, როგორსაც ველოდით, თუმცა მოქალქეებს სჭირდებათ მაგალითი, თუ როგორ წავა პროცესი.
ვფიქრობთ, შესაძლებელია ამ პროცესმა ჩაიაროს ექსესების გარეშე, თუ დავიცავთ იმ წესებს, რასაც გვიყენებს ნებისმიერი საზღვარი მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთისას. აქტიური უნდა იყოს საინფორმაციო კამპანია. წესების დაცვაა აუცილებელი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ დარღვევა გამოიწვევს ამ პროცესის შეჩერებას", - აცხადებს თანდაშვილი.
"მნიშვნელოვანია ტურისტული სააგენტოების აქტიური ჩაბმა საინფომაციო კამპანიებში. პირველადი წყარო არის ტურისტული კომპანიები, სადაც მოქალაქეები შეიძენენ ბილეთს. ვფიქრობთ, სავალდებულოც უნდა იყოს და რეგუალციაში უნდა ჩაიდოს მათ მიერ მგზავრებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება,რადგამ იყოს ნაკლები შესაძლებლობა საზღვარზე მათი უკან გამობრუნების. არ არის საკმარისო მხოლოო ვიდეო რგოლები, ბროშურები. აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე შევიდეს ცვლილებები მათ საქმიანობაში და ტურისუტლმა სააგენტოებმა ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ მგზავრს", - განმარტავს "ატლასგლობალის" კომერციული დირექტორი.

























