მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უვიზო რეჟიმით 300 000-მა მოქალაქემ ისარგებლა

5b347d66b3aba
თათია ჩაფიჩაძე
28.06.18 10:13
711
ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 2017 წლის 28 მარტიდან დღემდე, 300 000-მა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა ევროკავშირთან ასოცირების 4 წლიანი შედეგების შეფასებისას აღნიშნა, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან საქართველომ 400 მილიონ ევრომდე ფინანსური დახმარება მიიღო, რომელიც სხვადასხვა სფეროში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას ხმარდება.

2014 წლის 27 ივნისიდან დღემდე საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების პროცესში, ქვეყანა გახდა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი და ასევე დაიწყო სტრატეგიული დიალოგი უსაფრთხოების საკითხებზე. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დღეს საქართველო ევროკავშირთან სექტორულად დაახლოების მიმართულებით იწყებს მუშაობას.

„ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალ ფორმატს, რომელიც თანმიმდევრულად ხელს შეუწყობს საქართველოს სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან. ეს იქნება ახალი ფორმატი, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გაიმათება პრემიერ-მინისტრსა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. ეს იქნება წელიწადში ერთხელ, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს საერთო პრიორიტეტების მქონე დარგში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას.“ -აღნიშნა ზალკანიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები