მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“უწყებებს ხელოვნურად აძლევენ დავალებას, სამუშაო ადგილები მოიფიქრონ”-პაპავა დასაქმების პროგრამებზე

64400522a10ad
ანუკა ჯოხაძე
19.04.23 23:50
750
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2020-2022 წლებში სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე 17 365 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა, აქედან 12 645 - 2022 წელს. გარდა ამისა, 29 323 სოციალურად დაუცველ სამუშაოს მაძიებელს მიეცა შესაძლებლობა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულიყო. სააგენტოს ცნობითვე, 2022 წელს ღია შრომის ბაზარზე 8 773 სოცდაუცველი დასაქმდა.

როგორც ISET-ის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა აცხადებს, სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამის ეფექტიანობა იმით არ განისაზღვრება, რომ სახელმწიფომ დიდი რაოდენობით ადამიანის დასაქმება შეძლო. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა ეკონომიკურად აქტიურ ადამიანებს არააქტიურს დაა ბაზრისთვის გამოუსადეგარს ხდის.

“ის რომ ბევრი სოციალურად დაუცველი დაასაქმა სახელმწიფომ მოფიქრებულ ვაკანსიებზე არ ნიშნავს, რომ პროგრამა ეფექტიანია. პირიქით, რაც უფრო მეტი ადამიანის დასაქმება მოხდება ამას შეიძლება უარესი შედეგი ჰქონდეს იმ კონტექსტში, რომ ჩვენ რეალურად ვიღებთ შრომისუნარიან ადამიანებს და მათ ვაკეთებინებთ საქმეს, რომლის პროდუქტიულობა ეკონომიკურ განვითარებაში არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს სამუშაო ადგილები არ არის მოთხოვნით გაჩენილი. ხელოვნურად უწყებებს აძლევენ დავალებას, რომ მოიფიქრონ სამუშაო ადგილები.

ვხედავთ, რომ ბიზნესი სულ კადრების დეფიციტზე წუწუნებს. ამბობენ, რომ ერთი მხრივ კადრების კვალიფიკაცია არ არის მეორე მხრივ, კი არ არის საკმარისი სამუშაო ძალა. სახელმწიფო კი შრომისუნარიან ადამიანებს, რომლებიც მზაობას გამოთქვამენ მუშაობას, აქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ, მივიდნენ სამუშაო ადგილზე, ხელი მოაწერონ და უკან სახლში დაბრუნდნენ, ამ ადამიანების რესურსს ვიყენებთ არაპროდუქტიულად,”- ამბობს გიორგი პაპავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები