მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უხერხულია ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი"

5bcf663f09109
BM.GE
23.10.18 22:19
905
ყოფილი პრემიერი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბარს უხერხულს უწოდებს, - ასე უპასუხა ივანიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობას შეეხებოდა.

„მე დღეს ვცხოვრობ ნორმალურად, ვარ პარტიის თამჯდომარე და როცა არაფორმალურობაზე საუბრობთ უხერხულია. მთავრობა პარლამენტმა დაამტკიცა, პარტიის როლი არის დიდი და მე ვარ მისი თავმჯდომარე და რომელ არაფორმალურობაზეა საუბარი? „, - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ივანიშვილი სამი ტელეკომპანიის - რუსთავი 2-ის ტვ პირველის და იმედის ჟურნალისტებს ხვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები