მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უზბეკეთი დიდი რაოდენობით მარიხუანას აწარმოებს"

5bcf825a1f0bc
BM.GE
24.10.18 00:18
1300
ისრაელი, საებრძნეთი, იტალია და უზბეკეთი - ბიძინა ივანიშვილმა ტვ პირველის, რუსთავი 2-ისა და იმედის ჟურნალისტებთან ინტერვიუში სამედიცინო კანაფის მწარმოებელი ქვეყნები ჩამოთვალა. მისი თქმით, მან ამ სექტორის რენტაბელობის მაჩვენებელი დათვალა და იცის, რომ ის საშუალოდ 500%-იან ამონაგებს იძლევა.

"არსად არ ყოფილა ნარკოტიკული საშუალების წარმოებაზე საუბარი. ვნახეთ საზოგადოების რეაქცია, მთელმა გუნდმა ანგარიში გავუწიეთ და შევაჩერეთ კანონპროექტი.
მეც ვმონაწილეობდი განხილვებში, რენტაბელობა ძალიან დიდია - 500%-ზე მეტი. ძალიან დიდი ობიექტური გათვლებია, რომ მილიარდის და მეტის ექსპორტი განხორციელდეს რამდენიმე წელში.

მარიხუანას მწარმოებელი ქვეყნები მინდა ჩამოვთვალო: აშშ, ინგლისი, ისრაელი, საბერძნეთი, იტალია, უზბეკეთი. რა თქმა უნდა, რომ შფოთვას, რომელიც გამოავლინა საზოგადოებამ, მოჰყვა ადეკვატური რეაგირება. თუ დავრწმუნდებით რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, ჩვენი გუნდი საზოგადოების წინააღმდეგ არასდროს წასულა.  მარიხუანას წამროებას ამ მინზებით (სამედიცინო და კოსმეტიკური) მხარს ვუჭერდი, შეიძლება 2 მილიარდის ექსპორტიც მოვახდინოთ.

ისრაელი, საებრძნეთი, იტალია. გუნდში როდესაც გვქონდა განხივლა, არ აწყობდათ მხოლოდ ამ ქვეყნების ხსენება, ვინაიდან ისინი განვიტარებული ქვეყნები არიან. უზბეკეთი დიდი რაოდენობით მარიხუანას აწარმოებს. 

რა თქმა უნდა შფოთვა, რომელიც გამოვლინდა ადეკვატური იყო,"- ამბობს ივანიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები