მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უზბეკეთი, პაკისტანი, სუდანი... - ბოლო დღეებში უცხო ქვეყნის 55 მოქალაქეა გაძევებული | შსს

მიგრაცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

"მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, რუსეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, პაკისტანის, სომალის, სომხეთის, სუდანის, ტაილანდის, ეგვიპტის, ერაყის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 55 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ", - ნათქვამია შსს-ს პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები