უზბეკეთი საგანგებო მდგომარეობის შემსუბუქების მომდევნო ეტაპზე აცხადებს. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, 15 ივნისიდან მუშაობას განაახლებენ რესტორნები, კაფე-ბარები, ტანსაცმლის მაღაზიები და საბავშვო ბაღები. ამის შესახებ ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, საზოგადოებრივი ტანსპორტიც იმავე დღეს განახლებს ოპერირებას. მიმოსვლის აღდგენა იგეგმება რეგიონალური მასშტაბითაც.
კორონავირუსის გამო დაწესებული აკრძალვები ძალაში რჩება მასობრივ თავშეყრის ადგილებთან დაკავშირებით, მაგალითად როგორიც არის სამლოცველოები, კონცერტები, ღამის კლუბები, კოლეჯები და უნივერსიტეტები.
უზბეკეთმა, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების მიხედვით „მწვანე“, „ყვითელ“ და „წითელ“ ზონებად არის დაყოფილი, უკვე მიიღო გადაწყვეტილება შიდა ტურიზმის და ფრენების განახებასთან დაკავშირებით. ქვეყანაში ასევე გაიმართება ფეხბურთის მატჩები მაყურებლების გარეშე.
ბოლო მონაცემებით, ჯამურად უზბეკეთში კორონავირუისთ ინფიცირების 3,874 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გარდაიცვალა 16 ადამიანი.