მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უზბეკეთის ბაზარზე გამოჩენიდან 2.5 წელიწადში TBC UZ-ის აპლიკაცია 4-მილიონჯერ გადმოწერეს - ქურდიანი

644bc25c04515
გიორგი არონია
28.04.23 18:00
1261
უზბეკეთის ბაზარზე გამოჩენიდან ორნახევარი წლის შემდეგ, Space International-ის ბაზაზე შექმნილი ქართული ნეობანკის, TBC UZ-ის აპლიკაცია ოთხ მილიონჯერ გადმოწერეს, - ამის შესახებ ინფორმაცია Space International-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ნიკა ქურდიანმა LinkedIn-ში დაწერა.

“გადმოწერების რაოდენობა მნიშვნელოვანია, რადგან მომხმარებლად გარდაქმნა სწორედ აქ იწყება. ამასთან, უფრო მნიშვნელოვანია, როცა გადმოწერის რიცხვი აქტიურ მომხმარებელში გადაითარგმნება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ორნახევარ წელიწადში, უზბეკეთის მსგავს განვითარებად ბაზარზე ოთხი მილიონი გადმოწერის დაგროვება ციფრული ბანკისთვის სასიამოვნო მიღწევაა”, - წერს ნიკა ქურდიანი.

შეგახსენებთ, რომ Space International-ი თიბისი ჯგუფის პირველი საერთაშორისო ქართული ფინტექ-კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2019 წელს დაფუძნდა და მალევე, საერთაშორისო კომპანიად იქცა. დღეს, Space International-ის ბაზაზე აწყობილი კომპანიები საქართველოსა და უზბეკეთში ოპერირებს. საერთო ჯამში, კომპანიას სამ მილიონ მომხმარებელზე მეტი ჰყავს, ამათგან ორი მილიონი – უზბეკეთში. უზბეკეთში, ისევე, როგორც საქართველოში, ბანკი სრულად ციფრულია.

ამასთან, თიბისი ჯგუფი უზბეკეთში კიდევ ერთ ფინტექ-პლატფორმას, Payme-ს ფლობს. Payme-ი ონლაინგადახდების უდიდესი პლატფორმაა ყაზახეთში, რომელსაც ხუთ მილიონ ადამიანზე მეტი იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები