მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უზბეკეთმა "ჭკვიანი ქალაქის" კონცეფცია დაამტკიცა

5c485aae68515
ანნა ლაპიაშვილი
24.01.19 00:10
2630
უზბეკეთის მთავრობამ “ჭკვიანი ქალაქის” კონცეფცია დაამტკიცა, რომელიც თავის მხრივ, “ჭკვიან ტრანსპორტს”, “ჭკვიან განათლებას”, “ ენერგეტიკის ჭკვიან სისტემას” და სხვა ტექნოლოგიებსაც მოიცავს.

ქვეყანა, რომელიც “ჭკვიანი ტექნიკის“ წარმოების მიმართულებით საწყის ეტაპზეა და ტაშკენტში “უსაფრთხო ქალაქის”, “ჭკვიანი ტრანსპორტის”, “ჭკვიანი ჯანდაცვის”, “ჭკვიანი მრიცხველების” მხოლოდ საპილოტე პროექტებია, სამომავლოდ მასშტაბურ გარდასახვას გეგმავს.

პროექტში, რომელიც მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დაამტკიცეს, გათვალისწინებულია Tashkent City-ს და Delta City-ს ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

მიუხედავად პრობლემებისა, რომელიც ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო არსებობს, პროექტის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ “ჭკვიანი ქალაქის” ტექნოლოგიურად გამართვის შემთხვევაში, ქალაქის მართვა ერთიანად შესაძლებელი გახდება, რაც მათივე ანალიზით, მმართველობის უფექტურობას გაზრდის.

10 ძირითადი მიმართულება, რომელსაც გეგმა ითვალისწინებს ასეთია:

“ჭკვიანი სტრანსპორტი” - საგზაო მოძრაობის ავტომატიზება, “ჭკვიანი პარკინგი”, ელექტრონული გადახდები, მოძრაობის მონიტორინგი, ნავიგაცია და ა.შ.
“ჭკვიანი განათლება” - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული განათლების სისტემა, დისტანციური სწავლება, ელექტრონული ჟურნალი, მობილური სწავლება, ონლაინ მეთოდოლოგიის ინტეგრაცია და ა.შ.
“ჭკვიანი ჯანდაცვა” - პაციენტების ბიოსამედიცინო მონაცემების ერთიანი სისტემა, ელექტრონული რეცეპტები, ქსელური სამედიცინო ბარათები და ა.შ.
“ჭკვიანი ენერგო სისტემა” - ინტერნეტი, ჰიბრიდული ელემენტები, “ჭკვიანი” გაზომვის სისტემები, ძაბვის კონტროლის ავტომატური სენსორები და ა.შ.
“ჭკვიანი ჭყალმომარაგება და სანიტარია” - წყალმომარაგების ქსელის ელექტრონული რუკის შექმნა, წყლის გაჟონვის შემთხვევაში ავტომატური გათიშვის სისტემები და ა.შ.
“ჭკვიანი საცხოვრებელი და კომუნალური მომსახურება” - მრიცხველებიდან ჩვენების აღების ავტომატიზება, ენერგომომარაგების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გადაცემა მომხმარებლისთვის, “ჭკვიანი” მრიცხველები და ა.შ.
“ჭკვიანი მშენებლობა” - მშენებლობის პროცესის ვიზუალური მოდელირება, მშენებლობის სიტემების გამარტივება, ახალი სამშენებლო მასალები და ა.შ.
“ჭკვიანი სახლი” - დაცვის და სახანძრო უსაფრთხოების სიგნალიზაცია, დაშვების სისტემური კონტროლი, ინტერნეტის დახმარებით სახლის მონიტორინგის სისტემები და ა.შ.
“ჭკვიანი მმართველობა” - ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მოსახლეობის აქტივობა ქალაქის მმართველობაში, ადგილობრივი გადასახადების გადახდის სისტემები და ა.შ.

“ელექტრონული უბნები” - ელექტრონული ავტოგასამართი სადგურები, ელექტრონული რუკები სკოლაში, მანქანების გაზიარების სერვისი ( CAR Sharing ), Taxi-ს გამოძახების და მომსახურების ელექტრონული სერვისი.

2019-2030 წლებზე გათვლილი გეგმის განხორციელების ეტაპები:

პირველი (2019-2020) - ძირითადი სამოქმედო ხაზის განსაზღვრა, ტერიტორიის პროფილის ფორმირება, ხელმისაწვდომი აქტივების ანალიზი, ინდიკატორების განსაზღვრა და სხვა საწყისი ეტაპები.
მეორე (2022-2024) - კონცეფციის შემუშავება, დაინტერესებული მხარეების მობილიზება, რისკების შეფასება, ფინანსური გაანგარიშება და ა.შ.
მესამე (2025-2027) - დეტალური დაგეგმვა, ბიუჯეტის შედგენა, ეფექტურობის პროგნოზი, შესაძლებლობების განსაზღვრა და ა.შ.
მეოთხე (2028-2030) - ეფექტურობისა და მონიტორინგის შეფასება, ანალიზი და გაფართოება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები