მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უზბეკური სუმის პროდუქტები მიმზიდველია" - "თიბისი კაპიტალის" პუბლიკაცია

უზბეკეთი

"უზბეკური სუმი - საპროცენტო განაკვეთები და გაცვლითი კურსი" - ამ სახელწოდებით "თიბისი კაპიტალმა" ახალი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომლის ფარგლებშიც უზბეკეთის ეროვნული ვალუტა და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობები და რისკები შეისწავლა.

როგორც "თიბისი კაპიტალში" აღნიშნავენ, უზბეკური სუმის პროდუქტები მიმზიდველია, რაც განსაკუთრებით გრძელვადიან პროდუქტებს ეხება.

"მაკროეკონომიკური ცვლადების ანალიტიკა მიუთითებს, რომ თუნდაც აშშ დოლარში გაანგარიშებით, ადგილობრივი ვალუტის განსაკუთრებით შედარებით გრძელვადიანი პროდუქტები მიმზიდველია.

თავისთავად, შესაბამისი ანალიზისა და რისკის აღების შესაძლებლობის გათვალისწინებით, აღნიშნული მნიშვნელოვანია, როგორც დებიტორებისათვის, ასევე კრედიტორებისათვის", - ამბობენ "თიბისი კაპიტალში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები