უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის მზია თოდუას განცხადებით, ბიზნეს დავების ეფექტურად განსახილველად მოსამართლეების სპეციალიზაცია უნდა მოხდეს. როგორც ბიზნეს სექტორისა და სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, თოდუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რაიმე ახალი უწყების ან სტრქუტურის შექმნაზე, რომელიც ბიზნეს დავებს განიხილავს, დღეს საუბარი არ ყოფილა.
„არის ლაპარაკი, რომ თვითონ საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეების სპეციალიზაცია მოხდეს იმ თვალსაზრისით, რომ ბიზნეს დავები ამ კუთხით მომზადებულმა მოსამართლეებმა განიხილონ“, - განაცხადა თოდუამ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის დაიწყება მოსამართლეების გადამზადების პროცესი.
ამასთან, თოდუამ აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემის წარმომადგენლებმა ბიზნეს სექტორს იშვიათი სამართლებრივი პრობლემების განსახილველად და კონსულტაციების გასამართად, უზენაეს სასამართლოში არსებული, მეცნიერული საკონსულტაციო საბჭო შესთავაზეს - „ეს საბჭო უკვე არსებობს და ჩვენ ბიზნესს შევთავაზეთ, რომ თუ ექნებათ იშვიათი სამართლებრივი პრობლემა წერილობით მოგვმართონ და საკონსულტაციო დონეზე აქ მოხდება საკითხების განხილვა, თუმცა დავები სასამართლოში გადაწყება“, - განმარტა თოდუამ.
გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში ერთ მოსამართლეს დაახლოებით 600 საქმე აწერია, რომელთა მოკლე დროში განხილვა, მოსამართლეების შესაბამისი რაოდენობის და გარკვეული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობის პირობებში რთულია.
გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში ერთ მოსამართლეს დაახლოებით 600 საქმე აწერია, რომელთა მოკლე დროში განხილვა, მოსამართლეების შესაბამისი რაოდენობის და გარკვეული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობის პირობებში რთულია.
თავი მხრივ შეხვედრის დასრულეის შემდეგ, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ, აღნიშნა, რომ ბიზნეს დავების გაჭიანურების პრობლემა დროულად უნდა მოგვარდეს. „მე როგორც ვიცი, ამ თემაზე იუსტიციის სამინისტრო მუშაობს და ეს სააკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება, სხვაგვარად წარმოუდგენელია“, - აღნიშნა ჭუმბურიძემ. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ანალოგიური ხასიათის აზრთა გაცვლა-გამოცვლა ბიზნესსა და სასამრათლო სისტემას შორის, მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება, სამომავდ კი რეგულარულ ხასიათს მიიღებს.

























