მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უზენაესმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო

მზია ამაღლობელი

უზენაესმა სასამართლომ „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო.

როგორც "ნეტგაზეთი" წერს, საქართველოს სამართლებრივ სისტემაში უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში არ მიღება ანუ მისი დაუშვებლად ცნობა ნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს და ძალაში ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიიღო შემდეგი შემადგენლობით:

  • ლევან თევზაძე
  • მერაბ გაბინაშვილი
  • მამუკა ვასაძემ

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2025 წლის აგვისტოში ორ წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რომელიც სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. უკვე ერთი წელია ევროკავშირის წევრი ქვეყნები, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და ქართული დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ. გასულ წელს პატიმრობაში მყოფმა ჟურნალისტმა ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია მიიღო.

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი 2025 წლის 12 იანვრის ღამეს დააკავეს, ჯერ ადმინისტრაციული წესით სტიკერის გაკვრისთვის და მეორედ სისხლის სამართლის წესით ბათუმის პოლიციის უფროსისთვის ირაკლი დგებუაძისთვის აქციაზე სილის გაწვნის გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები