მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უზნაძის ქუჩა პირველი აგვისტოდან გადათხრილი და მიტოვებულია"

5bab2ed0ca5be
BM.GE
26.09.18 11:00
2373
თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, იმ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართოს, რომელიც ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, უზნაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები პირველი აგვისტოდან შეჩერებულია, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„ქალაქში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩა უკვე პირველი აგვისტოდან გადათხრილი და მიტოვებულია. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასეთი კომპანიები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში საერთოდ არ უნდა მონაწილეობდნენ. მინდა ირაკლი ბენდელიანს დავავალო, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები დაიბაროს და შესაბამისი პასუხი მოეთხოვოს, რადგან ეს დამოკიდებულება თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების შეჩერების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებსა და საჯარო სკოლის მოსწავლეებს, გადაადგილების პრობლემა ექმნებათ.

„ფიზიკურად შეუძლებელია გადაადგილება. იქვე არის სკოლა, სწავლა დაწყებულია და ბავშვებისთვის გადაადგილების ძალიან დიდი საფრთხე არსებობს. დაიბარეთ კომპანიის წარმომადგენლები, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაამთავრონ ეს პროექტი“, - მიმართა თბილისის მერმა ირაკლი ბენდელიანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები