მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უზნაძის ქუჩაზე მდებარე შენობა ელექტრონულ აუქციონზე ვერ გაიყიდა

5819b816d437d
სალომე მეცხვარიშვილი
05.11.16 10:37
2666
ხელისუფლებამ პროექტ "50 ქონება სასტუმროსთვის" პროექტის ფარგლებში საპრივატიზაციოდ გამოტანილი ნაგებობის გაყიდვა აუქციონზე ვერ შეძლო. საქმე ეხება თბილისში, უზნაძის ქუჩა N14-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს.

აუქციონი ამ ლოტზე 12 ნოემბერს დაიწყო და 1 ნოემბერს დასრულდა. ობიექტის საწყისი ფასი 800 ათას დოლარს შეადგენდა.

ობიექტის შეძენის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებული იყო, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში მოწეყო მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც უნდა მოიცავდეს მინიმუმ 100 - ნომრიან სასტუმროს და სხვა კომერციულ ფართებს.

ინვესტორი ვალდებულია ასევე მოაწყოს არანაკლებ 20 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი და განახორციელოდ 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ინვესტორის ვალდებულებაა ასევე 30 ადამიანის დასაქმება.

აღნიშნულ ლოტზე, სავარაუდოდ, განმეორებითი აუქციონი ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები