ლიცენზირებული კრიპტობირჟა Bitanica საქართველოში პირველ კრიპტოტრეიდინგის ჩემპიონატს აანონსებს.
ჩემპიონატი 1 თვის განმავლობაში, 15 ნოემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გათამაშების მთავარი პრინციპი კი, ვაჭრობის მოცულობაა - გამარჯვებული ის 10 ტრეიდერი გახდება, ვინც 1 თვის განმავლობაში ყველაზე მეტ volume-ს დააგროვებს.
გამარჯვებულები 15 დეკემბერს, Bitanica-ს Discord და Telegram არხებში გამოვლინდებიან, პრიზები კი შემდეგნაირად გადანაწილდება:
- I ადგილი - PS 5 Pro
- II ადგილი - 200 USDT
- III ადგილი - 100 USDT
- IV - X ადგილი - 20 USDT
მონაწილეები ყოველდღიურ შედეგებს Bitanica-ს ქომუნითი არხებში ნახავენ Leaderboard-ის სახით. ასე რომ, მუდმივ რეჟიმში შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი პოზიციები.
მონაწილეობის მისაღებად წინასწარ რეგისტრაცია უნდა გაიაროთ, როგორც ბიტანიკას პლატფორმაზე, ისე მოცემულ სარეგისტრაციო ბმულზე - Trading Challange.
მოქნილი სერვისები და 40-მდე აქტივი
bitanica.com ვაჭრობის კომფორტს მოქნილი სერვისები ხდის, აქ შეგიძლია ივაჭრო Spot-ზე, P2P-ზე ან სწრაფი კონვერტაციის საშუალებით, მომენტალურად გადაცვალო 40-მდე კრიპტოვალუტა. ასევე გამოიყენებ Stable Coin-ებს Fiat-ის მხარდაჭერით, რაც შესაძლებლობას გაძლევს შენი კრიპტოვალუტა თავისუფლად გადაცვალო Fiat-ში.
Stable Coin-ები, როგორიცაა GELB (ლარი), USDB (დოლარი) და EURB (ევრო) - 100% Fiat-ის მხარდაჭერით, უზრუნველყოფილია Fiat-ის რეზერვებით და ხელმისაწვდომია Multi-Chain: Ethereum-ზე, Binance Smart Chain-ზე და Tron-ზე.
პარტნიორი ბანკები
პლატფორმის მოქნილობასა და სწრაფ ტრანზაქციებს პარტნიორი ბანკების სერვისებიც უზრუნველყოფს, ბიტანიკადან თანხის გატანა ან შეტანა 24/7-ზე შესაძლებელია როგორც საქართველოს, თიბისის, ისე ლიბერთისა და ქართუ ბანკიდან.
მაღალი ლიკვიდურობა და ვაჭრობის უპირატესობა
Bitanica მომხმარებლებისთვის საუკეთესო ტრეიდინგის გამოცდილებას ქმნის და სთავაზობს იმ კომფორტს, რომელიც თითოეული ტრეიდერის საჭიროებაზეა მორგებული. პლატფორმას კრიპტო აქტივების მრავალფეროვნებითა და მაღალი ლიმიტებით ქართველი მომხმარებლებისთვის, ვისთვისაც სწრაფად, მარტივად და ლიმიტების გარეშე ვაჭრობა სურს - ანალოგი არ აქვს.
24/7 მხარდაჭერა
ბიტანიკას გუნდთან ნებისმიერი საკითხის განხილვა 24/7-ზე შეგიძლია. დახმარებას მიიღებ როგორც ზოგად, ისე საოპერაციო საკითხებთან დაკავშირებით. მხარდაჭერის გუნდთან დაკავშირება შეგიძლია პლატფორმიდანვე, ასევე ნებისმიერი სოციალური ქსელისა თუ ქომუნითი არხის საშუალებით.
0% საკომისიო
ამასთან, bitanica-ზე 25 ნოემბრის ჩათვლით, 0% საკომისიო დაბრუნდა ვალუტის კონვერტაციაზე, შეტანასა და გატანაზე.
მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები ჩატარდა “კრიპტო ჰაიპშია” და პლატფორმაზე არსებულ ქოინების ფასებზე 20%-დან 100%-მდე ზრდა ფიქსირდება.
25 ნოემბრის ჩათვლით, ნულოვანი საკომისიოთი სარგებლობა ყველა მომხმარებელს შეეძლება შემდეგ ტრანზაქციებზე: კრიპტოვალუტის ყიდვა/გაყიდვა/კონვერტაცია, ვალუტის შეტანა ან გატანა.
Bitanica ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქართულ კრიპტო ბაზარზე და მიზნად ისახავს კრიპტო მომხმარებლებისთვის კომფორტული და მოსახერხებელი სავაჭრო პლატფორმის განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს დაცულ, სწრაფ და ინოვაციურ სერვისებს.