მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვაჭრობის დაფინანსება და საერთაშორისო გადახდები” - თბილისში რეგიონული კონფერენცია გაიმართა

სტატიაში საუბარია:

თბილისში რეგიონული კონფერენცია გაიმართა. მთავარი თემები ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ვაჭრობის დაფინანსება, შესაბამისობა და ტრანსსასაზღვრო გადახდები იყო. ღონისძიებას საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა, რაიფაიზენ ბანკ ინთერნეიშენალმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა უმასპინძლეს.

ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობდნენ რეგულატორების, კომერციული ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები დსთ-ის (CIS) რეგიონიდან - მსხვილი ექსპორტიორები და იმპორტიორები, ასევე ლოგისტიკური კომპანიები. ღონისძიებამ ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა: გასცნობოდნენ ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების სფეროში არსებულ გამოწვევებს; მიეღოთ ინფორმაცია მარეგულირებელ ცვლილებებზე და გაეზიარებინათ გამოცდილება რეგიონში წამყვანი სპეციალისტებისგან, კომერციული ბანკებისა და მარეგულირებელი ორგანოების მაღალი რანგის პროფესიონალებისგან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები