მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რაც თამაშის წესების ცვლილებას უკავშირდება"

5af0365656d41
თამუნა დემეტრაშვილი
07.05.18 15:19
785
,,მე კარგად ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც საფინანსო სექტორში თამაშის წესების ცვლილებას უკავშირდება, მესმის, რომ ეს არ იქნება მარტივი გზა, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ -ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე”- ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას გააკეთა.

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ სამართლიანი თამაშის წესები, რომელის დანერგვასაც აპირებენ, მოქალაქეების ინტერესებს გაითვალისწინებს და უზრუნველყოფს სამომავლოდ მათ ჩართვას მცირე და საშუალო ბიზნესში.

,,ჩვენ უნდა წავახალისოთ მცირე და საშუალო ბიზნესი და მივიღოთ შედეგი -ერთხელ და სამუდამოდ დამარცხებული სიღარიბე”-განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები