სექტემბრის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 6.7 მლნ ლარით შემცირდა და 397.6 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო. ეროვნული ბანკის ცნობით, ვადაგადაცილებული სესხების 51.9 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 55.7 პროცენტს გაუტოლდა.