მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი - 6 თვის სტატისტიკა

2024 წლის 6 თვის მდგომარეობით, საქართველოში 58.046 მლრდ ლარის სესხია გაცემული. აქედან 56.716 მლრდ ლარი ვადიანი სესხია, ხოლო 628.7 მლნ ლარი ვადაგადაცილებული.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში მოკლევადიანი კრედიტის სახით 4.616 მლრდ ლარი გაიცა, საიდანაც ვადაგადაცილებულია 165.1 მლნ ლარი, ხოლო გრძელვადიანი 52.099 მლრდ ლარის სესხი გაიცა, აქედან 463.5 მლნ ლარი ვადაგადაცილებულია. ეროვნულ ვალუტაში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 249.9 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 378.7 მლნ ლარს.

„კრედიტინფოს“ 2024 წლის ივნისის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 187 069 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 364 546-ს შეადგენს. ამასთან, საერთო ჯამში, ივნისის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 931 746 ადამიანს აქვს. მსესხებლების უმრავლესობა - 81.8% საბანკო სექტორზე მოდის.

სტუმარი: მირიან ჯობავა - “კრედიტინფო საქართველოს” ბიზნეს ანალიტიკოსი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები