2024 წლის იანვრის მონაცემებით, ქართულ ბანკებს ეკონომიკის სხვადასხვა დარგზე 52.8 მილიარდი ლარის სესხები აქვთ გაცემული, ამ თანხიდან 924 მილიონი ლარის კრედიტები ბანკებისთვის 90 დღეზე მეტად არის ვადაგადაცილებული, რაც მთლიანი პორტფელის 1.7%-ია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბიზნეს სექტორში ყველაზე მეტი ვადაგადაცილებული სესხი რესტორნებისა და სწრაფი კვების სეგმენტშია, სადაც მთლიანი პორტფელი 723 მილიონი ლარი, ვადაგადაცილება კი 4.4%-ია. მეორე ადგილზეა სამშენებლო კომპანიების სექტორი, სადაც გაცემული 851 მილიონი ლარის პორტფელიდან 4.2% ვადაგადაცილებულია. მესამე პოზიციას კი საწვავის იმპორტის სფერო იკავებს, სადაც 318 მილიონი ლარის კრედიტებიდან 3.6% ვადაგადაცილებულია. შედარებით დაბალი ვადაგაცილებით ხასიათდება ენერგეტიკის, ავტომობილების დილერების, ფარმაციისა და ტელეკომუნიკაციების სექტორები. ასევე დაბალია ვადაგადაცილება უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორშიც.
კორპორაციული დაკრედიტება და მასში 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილებული სესხების წილი:
სექტორი |
სექტორის მთლიანი პორტფელი |
ვადაგადაცილების წილი |
რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები | 723,425,000 | 4.4% |
სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) | 850,923,000 | 4.2% |
ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები | 318,070,000 | 3.6% |
ვაჭრობა (სხვა) | 1,976,466,000 | 3.5% |
სასტუმროები და ტურიზმი | 2,901,304,000 | 2.7% |
სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა | 1,732,295,000 | 2.7% |
სოფლის მეურნეობის სექტორი | 3,052,834,000 | 2.7% |
სამომხმარებლო საქონლის წარმოება | 1,561,904,000 | 2.4% |
უძრავი ქონების მენეჯმენტი | 2,672,271,000 | 2.2% |
ჯანდაცვა | 1,153,467,000 | 2.1% |
სერვისი | 2,800,178,000 | 1.8% |
სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა | 1,847,299,000 | 1.7% |
უძრავი ქონების დეველოპმენტი | 2,649,946,000 | 1.7% |
მძიმე მრეწველობა | 800,052,000 | 1.6% |
წარმოება (სხვა) | 926,750,000 | 1.3% |
ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა | 510,356,000 | 0.9% |
ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა | 535,172,000 | 0.6% |
საფინანსო ინსტიტუტები | 589,056,000 | 0.5% |
სახელმწიფო ორგანიზაციები | 64,403,000 | 0.3% |
ავტომობილების დილერები | 232,418,000 | 0.2% |
ენერგეტიკა | 2,099,414,000 | 0.2% |
ფარმაცევტიკა | 141,403,000 | 0.1% |
საბითუმო ლომბარდი | 230,169,000 | 0.0% |
ტელეკომუნიკაცია | 233,831,000 | 0.0% |