მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვადაგასული რძის პროდუქტების რეალიზაციისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო 63 ბიზნეოპერატორი დაჯარიმდა

58832fe007f63
BM.GE
21.01.17 14:03
4092
სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ობიექტებში რძისა და რძის ნაწარმს შემოწმებას განაგრძობს. სახელმწიფო კონტროლის მიზანი „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობის დადგენაა. დადგენილი რეგულაციის მიხედვით, ნაწარმზე, რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმს, დაუშვებელია რძის ნაწარმის ან მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება. სააგენტოს სპეციალისტები ახორციელებენ ბიზნესოპერატორების დოკუმენტურ შემოწმებას (შენახვისა და რეალიზაციის პირობები და ეტიკეტირება) და მონიტორინგს(სურსათის ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევა). რძის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის მიზნით სააგენტომ 2016 წელს 2498 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება ჩაატარა.

ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამო 63 ბიზნეოპერატორი დაჯარიმდა. მონიტორინგის ფარგლებში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სარეალიზაციო ქსელში განთავსებული რძისა და რძის ნაწარმის 250 ნიმუში. აქედან 3 შემთხვევაში გამოვლინდა მცენარეული ცხიმის შემცვლელობა, ხოლო 14 ნიმუშში დაფიქსირდა ეტიკეტზე მითითებული ცხიმიანობის პროცენტის შეუსაბამობა.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ამოწმებენ ადგილობრივი და იმპორტირებული ნაწარმის შესაბამისობას რძის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. მნიშვნელოვანია რომ ბიზნესოპერატორების და მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდის შედეგად დარღვევების რაოდენობა შემცირდა. მოვუწოდებთ მომხმარებელს აქტიურობისკენ და ვურჩევთ ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციას. დარღვევის გამოვლენისას კი აცნობონ სააგენტოს“-განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსმა კახა სოხაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები