მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვადასტურებ, რომ საპარტნიორო ფონდის ბიზნესმოდელი არის არაეფექტური"

5cf106ec7afb8
ელენე გოგბერაშვილი
31.05.19 14:49
832
„საპარტნიორო ფონდის“ არაეფექტურობაზე პირველად ღიად ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტში ისაუბრა. იგივე დაადასტურა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ მიმდინარე კვირაში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მოხსენებით გამოსვლისას, რაც ფონდის მართვის არაეფექტურ ინსტრუმენტებს დაუკავშირა.

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში გამოსვლისას „საპარტნიორო ფონდის“ „ეფექტიანობაზე“ განმარტებების გაკეთება მოსთხოვეს დეპუტატებმა პრემიერმინისტრს. მამუკა ბახტაძე აღიარებს, რომ ფონდის ბიზნესმოდელი შესაცვლელია, რაზეც უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან.

“ბიზნესმოდელი, რაც აქვს საპარტნიორო ფონდს, არის არაეფექტური და ის უნდა შეიცვალოს. უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომ ეს მოდელი შევცალოთ.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობამ ეს ყველაზე კარგად იცის, რომ ეს მოდელი არის შესაცვლელი. დიახ, მე ვადასტურებ, ამაში არაფერია გასაკვირი, მე სხვებისგან განსხვავებით, ვფოკუსირებ და ვაკეთებ ჩვენს განცხადებას ციფრებზე და ბიზნესმოდელებზე დაყრდნობით. დიახ, ის არის არაეფექტური, შესაცვლელი, ვმუშაობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და ის მოდელი შეიცვლება. შეიცვლება, მათ შორის თქვენთან კონსულტაციების შედეგად“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები