დივერსიფიცირებული პოლიგრაფიულმა საწარმო "კოლორ პაკი" რეგიონში ერთადერთია, რომელიც ყველა პოლიგრაფიულ მიმართულებას აერთიანებს - კომპანიის შესახებ BMGtv-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" "ფავორიტი სტილის" ფინანსისტმა და "კოლორ კაპკის" გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა.
სანდრო გახელაძის თქმით, ორმა საწარმომ სიმძლავრეები წლების წინ გააერთიანა და 30 000 კვ.მ-ზე შექმნა რეგიონში ყველაზე დივერსიფიცირებული საწარმო.
" ჩვენ 30 წლიანი გამოცდილების კომპანია ვართ, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაერთიანდა და დაახლოებით 30 000 კვადრატულ მეტრზე მოექცა ჩვენი საწარმოები ერთ ლოკაციაზე. ამის მის შემდეგ გაერთიანებული სიმძლავრეებით ჩვენ ვაერთიანებთ პოლიგრაფიის მიმართულებით ყველა ქვემიმართულებას. ეს არის ობსეტური სარეკმაო მიმართულება, ეტიკეტები და შეფუთვები, გვაქვს ტექსტილი, გოფრირებული და მყარი ყუთების წარმოება, გარე რეკლამა, გვაქვს დიზაინ სტუდიო და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, პოლიგრაფიის მიმართულებით სრულად ვფარავთ და ვართ ყველაზე დივერსიფიცირებული საწარმო რეგიონში" - განაცხადა გახელაძემ.
მისივე თქმით, კომპანიას აქვს დანადგარები, რომლებიც ამიერკავკასიაში მათი ექსკლუზივია.
"ჩვენ დასაქმებული გვაქვს 700-მდე თანამშრომელი. მუდმივად ვზრუნავთ მათ კარიერულ ზრდაზე და გვაქვს ახალი ვაკანსიები ამ მიმართულებით.
მთავარი მაინც არის ის, რომ ჩვენ საწარმოში ვაერთიანებთ ყველა მიმართულებას რაც პოლიგრაფიაში გვხვდება. ეს არის ძირითადად ტრენდული ციფრული მიმართულებები. გვაქვს ობსეტური და ფლექსოგრაფიული მიმართულება. ციფრულ მიმართულებაში ოფიციალური პარტნიორები ვართ და წარმოვადგენთ HB INDIGO-ს და ვფლობთ მის სამ უახლეს დანადგარს, მათ შორის INDIGO 20 000-სს, რაც გამოგვარჩევს ბაზარზე სხვა მოთამაშეებისგან და ჩვენ ამ ტექნოლოგიებით მომხმარებელს ვთავაზობთ ძალიან დივერსიფიცირებულ, მაღალი ხარისხის პოლიგრაფიულ პროდუქტებს.
INDIGO 20 000 ამიერკავკასიაში მხოლოდ ჩვენ გვაქვს, მსოფლიოში კი, მხოლოდ 60 ერთეულია. რითაც ყველა სახის მასალაზე ხდება ბეჭდვა" - თქვა გახელაძემ.
აღსანიშნავია, რომ ქართულმა პოლიგრაფიულმა საწარმომ „კოლორ პაკმა“, 2-წლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, შესაფუთი პროდუქციის წარმოებაში სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტი დანერგა და ISO 22 000-ს სერტიფიკატი გასულ თვეს მიიღო.
სტანდარტის დანერგვის შედეგად, „კოლორ პაკი“ აწარმოებს სპეციალურად საკვები პროდუქტებისთვის განკუთვნილ, ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელ შესაფუთ მასალებს. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების რისკები ნულამდე იქნება დაყვანილი.
ISO 22000 არის პირველი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სასურსათო ჯაჭვის ყველა მონაწილემ, „ფერმიდან სუფრამდე“.
ცნობისთვის, „კოლორ პაკი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პოლიგრაფიული საწარმოა რეგიონში, რომელიც ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანია ემსახურება როგორც დიდ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესს. „კოლორ პაკი“ ფარავს სხვადასხვა ინდუსტრიას, მათ შორის საკვები და სწრაფი მოხმარების პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების და სხვა.