მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაფუძნებთ ფონდს იმ გაფიცულებისთვის, რომლებსაც შემოსავალი გამომუშავებით აქვთ" - „გილდია"

საგაფიცვო ფონდი

„გილდია" საგაფიცვო ფონდს აფუძნებს გაფიცულთა იმ ნაწილის მხარდასაჭერად, ვისი შემოსავალიც "გამომუშავების” პრინციპს ეფუძნება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად "გილდია" სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"გაუწყებთ, რომ ვაფუძნებთ საგაფიცვო ფონდს გაფიცულთა იმ ნაწილის მხარდასაჭერად, ვისი შემოსავალიც ,,გამომუშავების” პრინციპს ეფუძნება.

თუ ფიქრობთ, რომ გაფიცვა მნიშვნელოვანია, დაგვეხმარეთ შევქმნათ პრეცედენტი, სადაც გაფიცულთა პირველი მერცხალი მიიღებს საზოგადოებრივ სოლიდარობას!

ანგარიშის ნომერი - #GE21BG0000000603338492
მიმღები - ა.ა.ი.პ მშრომელთა კავშირი
დანიშნულება - გააძლიერე გაფიცვა

აღნიშნული ფონდი გამოადგებათ, როგორც კერძო თეატრებს, რომლების დონაციაზე არ არიან, ასევე შეიძლება გამოადგეთ კურიერებსაც, რომელთა შრომის ანაზღაურებაც ასევე გამომუშავებაზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ - თეატრალურ სფეროში დასაქმებულებმა, ორგანიზაციებმა და თვითდასაქმებულებმა გაფიცვის სახით ღიად და მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და უწყვეტად აძლიერებენ მიმდინარე აქციებს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გადარჩენისთვის და პოლიციური რეპრესიების წინააღმდეგ.

გაფიცვას სფეროში დასაქმებულთა სრული უმრავლესობა შეუერთდა!", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები