მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაგრძელებთ განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას" - "ვოლტი" 2023 წელს აჯამებს

ვოლტი
29.12.23 12:58
373

სწრაფი განვითარება, ზრდა და მუდმივი სიახლეების შეთავაზება მომხმარებლისთვის - ასე აჯამებს "ვოლტი" 2023 წელს და აცხადებს, რომ ეს მიმართულებები მომავალ წელსაც პრიორიტეტული იქნება. კომპანია მუდმივად აკვირდება და იკვლევს როგორც მომხმარებლის, ისე - პარტნიორი ობიექტების თუ პარტნიორი კურიერების მოსაზრებებს, მათ კმაყოფილებას და სერვისის მუდმივი გაუმჯობესების პროცესში სწორედ ამ კვლევების ანალიზით ხელმძღვანელობს.

"ვოლტის" უახლესმა კვლევებმა როგორც პარტნიორების, ისე მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი დონე აჩვენა.

მოქნილი სამუშაო გრაფიკი და შეკვეთების არჩევანის თავისუფლება უპირველესია იმ მთავარ საკითხებს შორის, რომლებიც ვოლტის პარტნიორი კურიერების 95%-იან კმაყოფილებას განაპირობებს. კვლევების თანახმად, პარტნიორი კურიერების უმრავლესობამ ვოლტი დამატებითი შემოსავლის წყაროდ იმ მოტივით აირჩია, რომ ამ გზით გაცილებით მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე ტრადიციულ ბიზნესში, წინასწარ განსაზღვრული სამუშაო გრაფიკით მუშაობისას. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ პარტნიორი კურიერების 90% ვოლტთან პარტნიორობის შედეგად გამომუშავებული თანხით კმაყოფილია. ვოლტთან პარტნიორობით გამომუშავებული თანხა კურიერების რაოდენობის თითქმის ნახევრისთვის, საერთო შემოსავლის 76%-ზე მეტს შეადგენს.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ვოლტ-საქართველო რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინაიდან მსგავსი მაჩვენებლები საერთაშორისო სტანდარტებითაც უმაღლესად ითვლება.

როგორ აფასებენ ვოლტში უახლესი კვლევის შედეგებს და პარტნიორი კურიერების კმაყოფილების მაღალ მაჩვენებელს, ამ კითხვაზე კომპანიაში პასუხად აცხადებენ, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესია როგორც მომხმარებლის, ისე პარტნიორების დამოკიდებულების მუდმივი ანალიზი, ვინაიდან ეს სერვისების შემდგომი გაუმჯობესებისა და განვითარების კარგი შესაძლებლობაა.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა მომხმარებლისა და პარტნიორი კურიერების კმაყოფილების მაღალი მაჩვენებელი, თუმცა ეს შედეგები ჩვენ თვითკმაყოფილებისა და მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. პირიქით, ეს გვაძლევს ანალიზის საფუძველს და გვაკისრებს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას, სულ უფრო მეტად დავხვეწოთ ჩვენი მიდგომები და მეტი სიახლე შევთავაზოთ, როგორც მომხმარებელს, ისე - პარტნიორებს. ვფიქრობთ, სწორედ ასეთი დამოკიდებულება განაპირობებს კმაყოფილების იმ მაღალ დონეს, რომელიც უახლესმა კვლევამ აჩვენა - ჩვენ ვხედავთ გამოწვევებს და მუდმივად ვმუშაობთ მათ მოგვარებაზე, სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე, ზრდასა და განვითარებაზე. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა სწორად არის აღქმული და მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“, - აცხადებენ ვოლტში.

Wolt-ი 2014 წელს ჰელსინკიში 14 თანამშრომლით დაწყებული ბიზნესიდან დღეს ბაზრის ერთ-ერთ ლიდერად იქცა, რომელიც 28 ქვეყანაში ოპერირებს. საქართველო არის პირველი ქვეყანა ევროკავშირს გარეთ, სადაც Wolt-ი შევიდა და საქმიანობა 2018 წლიდან, 8 თანამშრომლით, 30 პარტნიორი კურიერითა და 100 პარტნიორი კვების ობიექტით დაიწყო. სწრაფი ზრდის დინამიკის შედეგად, კომპანია დღეს უკვე 600 თანამშრომელს, 7000 პარტნიორ კურიერს, 3000-მდე პარტნიორ მაღაზიასა და კვების ობიექტს აერთიანებს.

2021-2022 წლებში Wolt-ი გაერთიანდა ამერიკულ გიგანტთან - DoorDash Inc, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიტანის სერვისის უმსხვილეს მიმწოდებელს წარმოადგენს და აშშ-ის მოსახლეობის 96%-ს ფარავს. Wolt-მა შეინარჩუნა ბრენდი და იდენტობა, თუმცა ამერიკულ გიგანტთან გაერთიანება კომპანიას აძლევს წვდომას მსხვილ რესურსებზე, რაც მეტ ფინანსურ სიძლიერეს, დასაქმებას და განვითარებას გულისხმობს.

Wolt-საქართველო კომპანიის რეგიონული ქსელის (აზერბაიჯანი, ყაზახეთი) ლიდერია. საქართველოში კომპანიას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მმართველი გუნდი ჰყავს. Wolt-ის 6 რეგიონულ გენერალურ მენეჯერს შორისაა ნატალია ხიზანიშვილი, რომელიც კომპანიის ქსელს საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მასშტაბით ხელმძღვანელობს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გამოცდილი გუნდის წყალობით, Wolt-საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი დღეს ფინეთს, შვედეთს, დანიას, საბერძნეთს, ლატვიას, ლიეტუვას, გერმანიასა და ავსტრიას ემსახურება და ამ ქვეყნების რიცხვი მუდმივად მზარდია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები