მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაიეგო – ახალი სისტემური ინსექტიციდი BAYER-ისგან

აგროსფერო
25.07.24 14:49
56

ვაიეგო მცენარეთა დაცვის საშუალებების მწარმოებელი კომპანიის BAYER-ის ძლიერმოქმედი, ინოვაციური ინსექტიციდია, რომელიც ებრძვის მავნებლებს განვითარების ყველა ეტაპზე – კვერცხიდან ზრდასრული მწერის ჩათვლით.

ვაიეგოს მოქმედი ნივთიერების, ტეტრანილიპროლის დამსახურებით პრეპარატს განსაკუთრებით სწრაფი ეფექტი აქვს. მისი გადაყლაპვისთანავე, მავნებლის კუნთები უკონტროლო შეკუმშვას იწყებს და კარგავს მობილობას, რის შემდეგაც მწერი მყისიერად წყვეტს კვებას. მცენარის ვაიეგოთი შეწამვლიდან დაახლოებით 1-2 საათის განმავლობაში მავნებლების რაოდენობა თითქმის ნახევრდება. რაც მთავარია, პრეპარატი არ იწვევს მცენარის დაზიანებას.

ვაიეგო მოქმედებს მავნებლების ფართო სპექტრზე, ესენია: ვაშლის ნაყოფჭამია, სიმინდის ხვატარი, ვაშლის ხერხია, ვაზის ფოთლიხვევია, ყურძნის ჭია, ბუგრები, კოლორადოს ხოჭო, ვაშლის ბუზი, ხეხილის ზოლიანი ჩრჩილი, ვაზის ფოთლიხვევია, მიწის რწყილები, კომბოსტოს ჩრჩილი და ა.შ. ასევე, პრეპარატი გამოიყენება მთელ რიგ კულტურაში, მათ შორისაა კარტოფილი, სიმინდი, ბოსტნეული, კომბოსტოს სახეობები, თესლოვანი ხეხილი, კურკოვანი ხეხილი, ვაზი, კაკლოვნები და პარკოსნები.

როგორ გამოვიყენოთ ვაიეგო?

პრეპარატის გამოყენების ჯერადობა განსხვავებულია სხვადასხვა კულტურაში. ასევე, სასურველია, მისი სწორ დროს მოხმარება, რათა მავნებლებთან ერთად, არ განადგურდეს უსაფრთხო მწერები. ამიტომ გირჩევთ, წინასწარ გაიაროთ კონსულტაცია და მიიღოთ დეტალური ინსტრუქცია „აგროსფეროს“ წარმომადგენლებისგან. აგროკონსულტაციისთვის ეწვიეთ კომპანიის მაღაზიათა ქსელს ან დარეკეთ შემდეგ ნომერზე: +995 322 500 900. პროდუქტის შესაძენად კი გადადით ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები