ვაითბითმა ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზარი ტექნოლოგიური განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა.
ვაითბითმა საქართველოს ეროვნული ბანკისგან უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის ლიცენზია მოიპოვა. ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის ფინანსურ ბაზარზე კრიპტო დერივატივების ოფიციალურ ინტეგრაციას ნიშნავს.
როგორც ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტო ბირჟა, ვაითბითი საქართველოს ბაზარზე (რეგისტრირებული ვირტუალური სერვისების მომსახურების პროვაიდერი სუბიექტის - შპს “ვაითბით ჯორჯიას” მეშვეობით) უკვე ოპერირებს გლობალური სტანდარტებით და მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხო, სწრაფ და ტექნოლოგიურად განვითარებულ ციფრული აქტივების ეკოსისტემას.
მომხმარებელთა აქტივების 96% ინახება cold storage-ში, ხოლო სისტემები დაცულია მრავალშრიანი უსაფრთხოების მექანიზმებით. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ნდობის მაღალ დონეს გლობალურ ბაზრებზე.
ბროკერის ლიცენზიის ფარგლებში, ვაითბითი, შპს “ვაითბით ბროკერის” სახით, იწყებს სრულად რეგულირებული პლატფორმის განვითარებას, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებს ვირტუალური აქტივების ფასზე მიბმული უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის მომსახურებას მაღალი გამჭვირვალობითა და
დაცულობით.
ვაითბითი ავითარებს პლატფორმას და ნერგავს ვირტუალური აქტივების ფასზე მიბმულ უვადო ფიუჩერსების ინოვაციურ მომსახურებას ქართულ ბაზარზე. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ტრეიდერებს აძლევს შესაძლებლობას ივაჭრონ ფასის მოძრაობაზე ბაზისური აქტივის ფლობის გარეშე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ბაზრის ლიკვიდობასა და ეფექტიანობას.
ეს ახალი ეტაპი, რომელიც საკონსულტაციო კომპანია Clarsen-თან თანამშრომლობით იქნა მიღწეული, წარმოადგენს წინ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს როგორც კომპანიისთვის, ისე საქართველოს ფინანსური და კრიპტო ეკოსისტემის განვითარებისთვის. ვაითბითის ეს მიღწევა მნიშვნელოვნად ზრდის რეგულირებული კრიპტო პროდუქტების ხელმისაწვდომობას საქართველოში და აძლიერებს ქვეყნის პოზიციას, როგორც ინოვაციური და ფინანსურად განვითარებული
ჰაბის რეგიონში.
გაფრთხილება რისკების შესახებ: მაღალი რისკის შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა შეიცავს თანხის სწრაფად დაკარგვის რისკს. ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს (ESMA) სტატისტიკით, საცალო ინვესტორების ანგარიშების 74-89% კარგავს სრულ თანხას მსგავსი ინსტრუმენტებით ვაჭრობისას. გთხოვთ, ობიექტურად შეაფასოთ, სრულად აცნობიერებთ თუ არა ამ რისკებს და გაქვთ თუ არა ფინანსური შესაძლებლობა, აიღოთ კაპიტალის დაკარგვის მაღალი რისკი. წარსულში დაფიქსირებული წარმატებული ტრანზაქციები არ წარმოადგენს მომავალი მოგების ინდიკატორს.




























