მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა 4 სექტემბრამდე შეიზღუდება

5d67f07b68291
შოთა ტყეშელაშვილი
29.08.19 19:16
2138
თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მიმდინარე მშენებლობის გამო, დღეიდან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე, ვაჟა ფშაველას ძეგლიდან "გუდვილის" მიმართულებით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

"მუნიციპალური ავტობუსები: N21, N54, N89, N92 და N150, ასევე, მიკროავტობუსები: N88, N137 და N200 ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ყაზბეგის გამზირისკენ მარიჯანისა და ქავთარაძის ქუჩების გავლით იმოძრავებენ.

კერძო ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ქავთარაძის ქუჩასთან და შემდგომ, ყაზბეგის გამზირთან დასაკავშირებლად, როგორც მარიჯანის, ასევე თავხელიძის ქუჩებით სარგებლობას შეძლებს,"- ნათქვამია თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები