მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმი რეაბილიტაციის მოლოდინშია

5b4d997248a92
თელარა გელანტია
17.07.18 21:00
2958
ჩარგალში ვაჟა ფშაველას სახელობის მემორიალური სახლ-მუზეუმი რეაბილიტაციის მოლოდინშია.

როგორც BM.ge-ის მუზეუმის ექსკურსია-მძღოლმა რუზველტი მარცვალაშვილმა განუცხადა, წვიმის შედეგად წყალი ჩამოვიდა და კედლები დაზიანდა.

„როგორც ვიცით, ტენდერი უკვე გამოცხადდა სამუშაოების შესრულებაზე და შპს „დავითმა“ გაიმარჯვა. სამუშაოები მალე, მესამე კვარტალში უნდა დაიწყოს“, - აღნიშნა მარცვალაშვილმა.

BM.ge კომენტარისთვის ძეგლთა დაცვის სააგენტოსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ რეაბილიტაციისა და ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის უკვე გამოიყო 257 000 ლარი.

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს, სადაც პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, ფოტომასალა და ა.შ. სულ 2000-მდე საფონდო ერთეული ინახება, ძირითადად ქართველი ვიზიტორები სტუმრობენ.

საშუალოდ, წლიურად, ვიზიტორების რიცხვი 10-დან 15 ათასამდეა.

ვაჟა ფშაველას მემორიალური მუზეუმი ორშაბათის გარდა, ყოველდღე 10-დან 18 საათამდე ღიაა. მუზეუმში ბილეთის ფასი მხოლოდ 1 ლარია.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები