მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაჟა გაფრინდაშვილი: ემოციებით ვარ დატვირთული... მადლობა ყველას

5e071e544a845
ინგა მურუსიძე
28.12.19 13:19
3097
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის პირველი კომენტარი გაავრცელა, რომელიც პოლიციის განყოფილებაშია ჩაწერილი.

ექიმი ამბობს, რომ მისთვის ეს ამბავი ძალიან მოულოდნელი იყო, ვინაიდან 31 დეკემბერს ე.წ. სააპელაციო სასამართლოს სხდომა იყო ჩანიშნული.

„სრულიად მოულოდნელად გავიგე. გუშინ მითხრეს ეს ინფორმაცია. 31-ში იყო სააპელაციო სასამართლო, რომელზეც თავს ვიკავებდი. ემოციებით ვარ დატვირთული და ძნელია რამე გიხრათ, პირველ რიგში, მადლობა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ეს სიტუაცია - მთავრობა იქნება, პარლამენტი, პოლიცია, უშიშროება და პირველ რიგში მადლობა ჩემს მეგობრებს, მეუღლეს და შვილს. მადლობა ჩემს მეგობრებს, ვინც გვერდით მედგა“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს.
დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით. 2019 წლის 20 დეკემბერს კი მას ცხინვალის სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.

48 დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს, 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები