მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა - შრომის ბაზრის ტენდენციები

pmcg-ს კვლევის თანახმად, მაისში აპრილთან შედარებით, გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა 2.6%-ით შემცირდა. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, 2024 წლის მაისში jobs.ge-ზე 7 681 ვაკანსია გამოქვეყნდა, აპრილში კი 7 884.

უფრო კონკრეტულად, მაისში წინა თვესთან შედარებით, ვაკანსიები 1 317-დან 1 278-მდე შემცირდა ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის მიმართულებით, გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში 1 853-დან 1 814-მდე, ხოლო მენეჯმენტის ნაწილში 1 881-დან 1 798-მდე. ზრდა დაფიქსირდა ფინანსების მიმართულებით.

სულ 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით, გამოქვეყნებული ვაკანსიების რიცხვი 41,998 იყო, ტრადიციულად ყველაზე მეტი განცხადება დაფიქსირდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში - 10 163; ადმინისტრაცია, მენეჯმენტი - 9 998 ვაკანსია; ფინანსები, სტატისტიკა - 7 631 ვაკანსია; ლოგისტიკა, ტრანსპორტი, დისტრიბუცია - 6 605 ვაკანსია.

სტუმარი: ინგა შახბაზიანი - hr.ge-ის რეგიონალური მენეჯერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები