მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვაკე რეზიდენსში“ კომერციული ფართების გაყიდვა დაიწყო - რას გთავაზობთ „გუმბათი ჰოლდინგის“ მრავალფუნქციური პროექტი?

გუმბათი ჰოლდინგი
21.01.25 18:06
385

„გუმბათი ჰოლდინგის“ პროექტში „ვაკე რეზიდენსი“ საოფისე სივრცეების გაყიდვა დაიწყო. მსურველებს შესაბამისი მიზნობრიობით ფართების ყიდვა 200კვ.მ. -დან შეუძლიათ.

პროექტი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, თბილისში, ნ.ყიფშიძის N1-ში მდებარეობს და ის როგორც საცხოვრებელ, ისე საოფისე და კომერციული ფართებს აერთიანებს.

„ვაკე რეზიდენსი“ 3 000 კვ.მ. სარეკრეაციო ზონას, სამ დონიან პარკინგს, საბავშვო მოედანს, ბიზნესს ცენტრს და ლობის მოიცავს. ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას კი სართულებს შორის ღია, გამწვანებულ ტერასა წარმოადგენს, რომელიც მომავალ მეცხრე-მეათე სართულებს შორის მდებარეობს. კომპანიაში ამბობენ, რომ მობინადრეებისთვის აქ სამუშაო, გასართობი და სხვადასხვა ტიპის აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

„2025 წლის იანვრიდან „ვაკე რეზიდენსში“ მსურველებს უკვე შეუძლიათ შეიძინონ საოფისე ფართები 200 კვ.მ-იდან ზევით მოთხოვნის შესაბამისად. მინდა აღვნიშნო, რომ საოფისე ფართები პირველიდან მერვე სართულის ჩათვლით გვაქვს.

პროექტი მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირიდან 100 მეტრში, ყიფშიძის N1-ში, სამშენებლო ფართობი კი 100 ათას კვ.მ-ზე მეტია.

პროექტი განსაკუთრებული მოსასვენებელი სივრცით გამოირჩევა. ეს არის 6-მეტრიანი სართული, რომელიც მეცხრე-მეათე სართულებს შორის არის. აქ მოეწყობა სარეკრეაციო ზონა, სარბენი ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, სადაც თითოეულ მობინადრეს დასვენების, მუშაობისა და სტუმრების მიღების შესაძლებლობა ექნება. ვთვლით, რომ ეს სართული პროექტს გამორჩეულს ხდის“, - განაცხადა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ნატო ბოჭორიშვილმა.

პროექტი 5 ბლოკისგან შედგება, საიდანაც ამ ეტაპზე პირველი, მესამე და მეოთხე ბლოკების მონოლითური კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია. მისი სრულად ჩაბარება კი 2026 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

„პროექტში ბინები თეთრი კარკასის მდგომარეობით ბარდება. ამჟამად ბინების 85% გაყიდულია, რამდენიმე მცირე ზომის ბინაა დარჩენილი. გვაქვს ასევე ორ და სამ საძინებლიანი ბინებიც. ამ პროექტში მობინადრეებს საშუალება აქვთ შეიძინონ სახლი დიდი ტერასით და მოაწყონ ზამთრის ბაღი ან ეზო კომპლექსის ბოლო სართულზე, საიდანაც უმშვენიერესი ხედები იშლება“, - აცხადებენ კომპანიაში.

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია “გუმბათი ჰოლდინგი” ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან საქმიანობს. მათ ბალანსზე 5 დასრულებული და ექსპლოატაციაში შეყვანილი პროექტია, რომელიც მოიცავს საყოფაცხოვრებო და კომერციულ ფართებს როგორც თბილისში, ისე აჭარაში.

(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები