მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაკეში Smartpet-ის ყველაზე დიდი ფილიალი გაიხსნა

Hunter
20.08.25 09:27
552

ვაკეში, ფალიაშვილის 91-ში, შინაური ცხოველების მოყვარულებისთვის განსაკუთრებული სიახლე გვაქვს— Smartpet-მა გახსნა თავისი ყველაზე დიდი ზოომაღაზია.

გახსნის აღსანიშნავად, ერთი კვირის განმავლობაში ახალ ფილიალში მოქმედებს 10-20%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე.

ვაკის ფილიალში მომხმარებლებს ელოდებათ სრული ასორტიმენტი — ძაღლების პრემიუმ საკვები, სპეციალურად შერჩეული დასაბანი და მოვლის საშუალებები, გამძლე და კომფორტული აქსესუარები, ასევე სხვა უამრავი პროდუქტი. თითოეული კატეგორია დაკომპლექტებულია საერთაშორისო ბრენდებით.

Hunter – პრემიუმ ბრენდი საქართველოში

ახალი ფილიალი მომხმარებლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს — მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება Hunter – ძაღლის აქსესუარების მსოფლიოში ცნობილი პრემიუმ ბრენდი. ასევე, მხოლოდ Smartpet-ის ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ პრემიუმ საკვების ბრენდები Nature’s Protection და Mera.

განახლებული ბრენდინგი და ახალი გამოცდილება

ახალი ვაკის ფილიალი პირველი ადგილია, სადაც Smartpet მომხმარებელს ხვდება განახლებული ბრენდინგით – ვიზუალური იდენტობა შექმნილია ჰერალდიკის პრინციპებზე დაყრდნობით და ასახავს ბრენდის მთავარ იდეას: შინაური ცხოველებისთვის შექმნილი „სამეფო“, სადაც პრიორიტეტია მათი ჯანმრთელობა, კვება და კეთილდღეობა. მაღაზიის ატმოსფერო მყუდრო, ნათელი და ინოვაციურია, რათა ყოველი ვიზიტი სასიამოვნო გამოცდილებად იქცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები