მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ყიფიანის სახელობის ასოციაცია პრევენციული მედიცინის გაძლიერებისთვის

დაავადებების პრევენციისა და ადრეული გამოვლენის მნიშვნელობა, სკრინინგული პროგრამების ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა - ამ საკითხებს მიეძღვნა კონფერენცია „პრევენცია ქმედებაში: რეკომენდაციებიდან რეალურ ცვლილებამდე“, რომლის ფარგლებშიც ვახტანგ ყიფიანის სახელობის პრევენციული მედიცინის ასოციაციის შექმნა დააანონსეს. შეხვედრაზე სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა განიხილეს, როგორ უნდა იქცეს პრევენცია ყოველდღიური სამედიცინო პრაქტიკისა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაწილად. ყურადღება გამახვილდა ფილტვის, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგზე, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, ფერტილობის შენარჩუნებასა და ენდოკრინული დაავადებების სკრინინგზე. კონფერენციის პროგრამა ასევე მოიცავდა სახელმწიფო უწყებების მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებსა და პაციენტების გამოცდილების გაზიარებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები