მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაკის გამგეობა ₾449 ათასამდე ღირებულების სარემონტო სამუშაოებზე გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს

ვაკის გამგეობა

ვაკის გამგეობა რამდენიმე სკოლის რეაბილიტაციის ჩატარებაზე გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს. შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 448 709 ლარია.

ამ თანხით გამგეობა ვაკეში არსებული N54, N102, N122, N126, N128 და N137 საჯარო სკოლებში მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. გამარტივებული შესყიდვის მიზეზად გამგეობა მცირე დროს ასახელებს, რადგან სურთ სამუშაოები სასწავლო წლის დაწყებამდე მოესწროს.

კერძოდ, გამგეობის განცხადებით, ტენდერის პროცედურები დაკავშირებულია დროსთან. შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად აუცილებელია ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან დაკავშირებული მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე დაუბრკოლებლად და დროულად განხორციელდეს სარემონტო სამუშაოების შესრულება.

"მთავრობის 2025 წლის 9 ივლისის განკარგულების საფუძველზე ვაკის რაიონის გამგეობას დაევალა ვაკის რაიონის ტერიტორიაზე საჯარო სკოლების მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით საჭიროა სამუშაოები ჩატარდეს გამარტივებული შესყიდვის გზით 2025 წლის 15 სექტემბრამდე.

ბაზრის და ფასთა კვლევის მიზნით გიგზავნით სკოლების ჩამონათვალს და შესასრულებელ სამუშაოებს:

1. თბილისის 55 საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განკუთვნილი ინკლუზიური, ღია ადაპტირებული ლიფტის მოწყობა - 123 262.52 ლარი;

2. თბილისის 41 საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის განკუთვნილი ინკლუზიური, ღია ადაპტირებული ლიფტის მოწყობა - 112 732.81 ლარი; ჯამში ღირებულება შეადგენს - 235 995.34 ლარს.

3. თბილისის N54 საჯარო სკოლის პროფესიული განათლების ოთახის რეაბილიტაცია - 62,757.12 ლარი;

4. თბილისის N102 საჯარო სკოლის პროფესიული განათლების ოთახის მოწყობა - 123,566.50 ლარი;

4. ქალაქ თბილისის N122 საჯარო სკოლის მცირე სარემონტო სამუშაოები - 43 901.73 ლარი;

5. თბილისის N126 საჯარო სკოლის პროფესიული განათლების ოთახის მოწყობა - 110 167.09 ლარი; 6. თბილისის N128 საჯარო სკოლის მცირე სარემონტო სამუშაოები - 87 993.76 ლარი; ჯამში ღირებულება შეადგენს - 428 386.20 ლარს", - წერია შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები