მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაკის ლეჩკომბინატის" ნაცვლად მუზეუმი და საგამოფენო დარბაზი 2021 წელს გაიხსნება

5d88d58fc6d7d
ლიკა გურაბანიძე
28.09.19 18:13
2737
ვაკეში, ყოფილი „ლეჩკომბინატის“ ტერიტორიაზე მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის, ლანდშაფტური პარკის და მუზეუმის მოწყობა 2021 წლისთვის დასრულდება.

როგორც BM.GE-ს „ლეჩკომბინატი №1“ის მარკეტინგის მენეჯერმა თამარ გამყრელიძემ განუცხადა, მშენებლობის პროცესი ამჟამად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„მრავალფუნქციური სივრცე, ჩვენი ვარაუდით, 2021 წელს გაიხსნება“ - განმარტავს გამყრელიძე.

კომპანია ამჟამად უკვე განხორციელებულ ინვესტიციას კომერციულ საიდუმლოდ ტოვებს. ასევე უცნობია კონკრეტულად რომელი საავადმყოფო დაიწყებს ადგილზე ფუნქციონირებას.

 კონცეფციის მიხედვით, ადგილზე საპროექტო ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაეთმობა გამწვანებულ სივრცეს, რომელიც იქნება ღია საჯარო მოხმარებისათვის, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო დანიშნულებით. ტერიტორიაზე განთავსდება მუზეუმი და საგამოფენო დარბაზი, ასევე მრავალპროფილური საავადმყოფო. ხოლო ამ ორ შენობას ერთმანეთისგან 2 ჰა-ზე გაშენებული საზოგადოებრივი პარკი გაყოფს.  

ცნობისთვის: „ვაკის ლეჩკომბინატის“ შენობა კომპანია შპს „ლეჩკომბინატი №1“-მა (წარსულში შპს დილა 2010-ი) 2010 წელს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა. ობიექტის შესაძენად მაშინ ორი კომპანია - „კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი“ და „შპს დილა“ 2010 იბრძოდნენ, საბოლოოდ გამარჯვებულად კი შპს დილა 2010 დასახელდა. აუქციონზე ობიექტის გასაყიდი საწყისი ფასი 4 300 000 აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა საბოლოოდ კომპანიამ 7,3 მლნი დოლარი გადაიხადა.