მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკის პარკის საქმეზე განაჩენი ცნობილია

64abd78fe3187
ინგა მურუსიძე
10.07.23 14:03
1704
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენ 8 პირს კი პატიმრობა შეუფარდა.

"გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6 წლით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის 3 წლით, დევი კახოიძეს 3 წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს 3.6 წლით, დავით თუშიშვილს 3.6 წლით, გიორგი გობეჯიშვილს 4- წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს 3 წლით და ბექა მურღვლიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ. 

ცნობისთვის, საქმე ეხება 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, რომლის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდნენ.

დაკავებულები არიან როგორც შადრევანის მშენებელი კომპანია "გრინსერვისი+“-ის თანამშრომლები, ისე "მშენ-ექსპერტის“ და  „ნიუ მეტალ დიზაინის“ თანამშრომლები. დაკავებული ასევე თბილისის მერიის ორი მაღალჩინოსანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები