ვაკის პარკის სარეაბილიტაციო პროექტზე ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯება
თამუნა დემეტრაშვილი
15.09.18 16:00
• 871
ვაკის პარკის სარეაბილიტაციო პროექტის მოსამზადებლად ქალაქის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ამ მიზნით 475 ათასი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტირების პროცესში ვაკის პარკის ისტორიული იერსახე უნდა შეინარჩუნოს. პარკში რამდენიმე ზონა უნდა მოეწყოს, რომლებიც მორგებული იქნება ყველა ასაკის დამსვენებელზე. ასევე მოეწყოს გარე განათების სისტემები და ადაპტაცია გაკეთდეს შშმ პირების საჭიროებების შესაბამისად. სატენდერო წინადადაბების მიღება 28 სექტემბერს დასრულდება.