მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის პროექტი მოსახლეობასთან განიხილეს

5f2e9b0a3a3cc
BM.GE
08.08.20 16:29
1773
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სრული რეაბილიტაციის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, კასკადის პირვანდელი ისტორიული იერსახე შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროექტი კასკადის პირვანდელი ვერსიის არქიტექტორის მემკვიდრეებთან იქნა განხილული.

მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე პროექტის ავტორებმა შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის შესახებ საკუთარი ხედვები და მოსაზრებები წარადგინეს. ამასთანავე, ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას საშუალება მიეცა, პროექტთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინა.

შეხვედრას გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები და პროექტის ავტორი, კომპანია LMC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თბილისის მერიის დაკვეთით, ბრიტანულმა კომპანიამ - CBA Studios, ვაკის პარკის სრული რეაბილიტაციის პროექტი დაამუშავა და პარკის სამშენებლო სამუშაოებიც უახლოეს მომავალში დაიწყება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები