ვაკის პარკში Coffeesta-ს, ფრენჩაიზინგის სისტემით, ახალი ობიექტი გაიხსნა.
კომპანიის ინფორმაციით, ვაკის პარკი Coffeesta-ს ბრენდის ქვეშ რიგით მე-12 ობიექტია და 2022 წელს Coffeesta მინიმუმ 6 ლოკაციის დამატებას გეგმავს, მათ შორის ფრენჩაიზინგის სისტემის ქვეშ.
ამჯერად, ბრენდი მომხმარებელს Express ფორმატით მოემსახურება, სადაც Coffeesta-ს არომატული ყავის გემოები სრულად არის გადმოტანილი. კომპანიამ ფრანშიზი ამჯერად ირაკლი გიორგაძეს გადასცა, რომელიც ფოტოგრაფი და ხარისხიანი ყავის მოყვარულია.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, Coffeesta-ს და ირაკლი გიორგაძის კოლაბორაცია ნაწილობრივ სოციალურ დატვირთვასაც ატარებს, რათა ახალგაზრდებს უჩვენოს, რომ მათაც შეუძლიათ აკეთონ საყვარელი საქმე და მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება, თუკი ამას ძალიან მოინდომებენ.
(R)