ვაკის რაიონის გამგებლად ლევან ყიფიანი დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე, გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი იყო - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ლევან ყიფიანი 2018 წლიდან ჩვენთან ერთად ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებდა. დღეიდან იგი დაინიშნება გამგებლის თანამდებობაზე. ვუსურვებ მას წარმატებებს. ვაკის რაიონში ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები. საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს მომდევნო წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევებს ერთიანი ძალისხმევით ღირსეულად ვუპასუხებთ“, - განაცხადა კახა
კალაძემ.
ვაკის გამგებლის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვაკის ყოფილი გამგებელი დავით კვინიკაძე "ოცნების" რეგიონული განვითარების სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.




























