ვაკის რაიონში კომბინირებული სპორტული მოედნები მოეწყო
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა გრძელდება.
კომბინირებული სპორტული მოედანი - თანამედროვე სტანდარტის მინი ფეხბურთის და კალათბურთის სტადიონები მოეწყო ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-15 კორპუსების მიმდებარედ. სტადიონები 1 200 კვ.მ ფართობზე განთავსდა.
გარდა ამისა, მოედნები ასევე, მოეწყო ნუცუბიძის III მიკრორაიონის II კვარტლის I კორპუსის მიმდებარედ. აღნიშნულ ტერიტორიაზე, 1 100 კვ.მ ფართობზე ფეხბურთის სტადიონთან ერთად, ჩოგბურთის კორტიც განთავსდა.
ჩოგბურთის კორტის, ფეხბურთის მოედნებისა და კალათბურთის სტადიონის პროექტების ჯამური ღირებულება 502 000 ლარს შეადგენს.