ვაჟა-ფშაველას III კვარტლის IV კორპუსში მცხოვრები შშმ პირისთვის საცხოვრებელი ბინის შესასვლელთან პანდუსი მოეწყო. სამუშაოები, მოქალაქის თხოვნის საფუძველზე განხორციელდა.
თბილისის მერიის ცნობით, გარდა ამისა, ვაკის რაიონის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოები უჩანეიშვილის ქუჩაზე უკვე დაიწყო, სადაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა.
პროექტის ფარგლებში, უჩანეიშვილის I და III გასასვლელებში, ასევე, გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს.
გზების განახლება წყნეთშიც აქტიურად გრძელდება. გოგებაშვილის ქუჩაზე ასფალტის პირველი ფენა უკვე დაიგო, მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭებიც, რომლის შემდეგაც, ტერიტორიაზე ასფალტის საფარის მეორე ფენა დაიგება. პროექტის ფარგლებში, 1800-მდე მ2 განახლდება.
წყნეთში კიდევ ერთი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. გრუნტის დამჭერი ნაგებობა მელიქიშვილის N4-ში მოეწყობა.