ვაკის საცურაო აუზის საოპერაციო მენეჯერი, მიხეილ გოგოლაძე აცხადებს, რომ მოქალაქეებმა ორჯერადად ვაქცინაციის შემდეგ ვაკის საცურაო აუზზე სიარულს მოუმატეს. როგორც მან bm.ge-ს უთხრა, ვაქცინაციამდე ადამიანები ასე თუ ისე თავს იკავებდნენ სპორტულ კომპლექსში სტუმრობისგან, თუმცა ახლა ეს ტრენდი შეიცვალა.
ვაკის საცურაო აუზის მენეჯერს მომხმარებლების ზუსტი ტრაფიკის დასახელება უჭირს, თუმცა ამბობს, რომ აუზზე მაქსიმალურად არის დაცული ჯანდაცვის რეკომენდაციები. მისივე თქმით, სტუმრების რაოდენობაც საგრძნობლად გაზრდილია.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი აუზი ლოქდაუნის პერიოდში დაკეტილი იყო, ეს პერიოდი გამოვიყენეთ შიდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. რეგულაციებს განსაკუთრებით ვიცავთ, ბოლო პერიოდში სტუმრების მოცულობა გაზრდილია.
მოთხოვნა ვაკის საცურაო აუზზე და ჯანსაღი ცხოვრების წესზე განსაკუთრებით მზარდია. ვფიქრობთ, ეს წელი შემოსავლების თვალსაზრისით უკეთესი იქნება, ვიდრე გასული წელი“, - განაცხადა აუზის მენეჯერმა.