მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკის საცურაო აუზი: "ლოქდაუნის პერიოდში მლნ ლარი ვიზარალეთ”

5f9190a572aad
ლიკა გურაბანიძე
22.10.20 21:45
2186

ვაკის საცურაო აუზის საოპერაციო მენეჯერი მიხეილ გოგოლაძე bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მომხმარებლების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით ნაკლებად საგრძნობლად, მაგრამ მაინც შემცირებულია. თუმცა, მისივე თქმით, აუზზე მოთხოვნა ნელ-ნელა იზრდება. ამასთან, როგორც გოგოლაძე ამბობს, "ლოქდაუნის" ოთხმა თვემ კომპანია ფინანსურადაც დააზარალა.

„ლოქდაუნის პერიოდში ვაკის საცურაო აუზის ფინანსური ზარალი მლნ ლარს უტოლდება, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. ჩვენმა კომპანიამ შეძლო, რომ "ლოქდაუნის" პერიოდში მაშინ, როდესაც კომპლექსი არ ფუნქციონირებდა, თანამშრომლების ხელფასები სრულად გასცა და ასევე მათთვის ხელფასები არ შეუმცირებია", - განაცხადა გოგოლაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები